ბეტპაკ-დალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბეტპაკ-დალა — უდაბნო რეგიონი ყაზახეთში, ყარაგანდის, ყიზილორდისა და ჯამბულის პროვინციების ტერიტორიაზე. მისი ფართობი 75,000 კმ²-ია. მდებარეობს ზღვის დონიდან 300–350 მეტრზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით სიმაღლე იზრდება და ზღვის დონიდან 974 მეტრს შეადგენს. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24° to 26° C -ია. ბევრია წყალმარჩხი, უმეტესად მარილიანი ტბა, უხვადაა მიწისქვეშა წყლებიც.