ბესიკ იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესიკ იაშვილი
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1929(1929-04-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 16 იანვარი, 2021(2021-01-16) (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ბესიკ იაშვილი (დ. 17 აპრილი, 1929, თბილისი — გ. 16 თებერვალი, 2021, თბილისი)[1]ქართველი ექიმი, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.[2] ღირსების ორდენის (1999), ოქტომბრის რევოლუციის (1986) და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1961 წლებში იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, რუსთავის სისხლის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი.[3] 1974-1984 იყო დამწვრობის ცენტრის დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 1962 წელს, მედიცინის დოქტორის ხარისხი 1985 წელს, პროფესორის წოდება ქირურგის სპეციალობით მიენიჭა 1988 წელს. 1994 წლიდან არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს სამხედრო სამედიცინო აკადემიის, ხოლო 1998 წელს სამედიცინო სოციალური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1983 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე იყო ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის საკავშირო საპრობლემო კომისიის №3 წევრი, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტრავმის პრობლემებს. არის აგრეთვე საბჭოთა კავშირის მიღწევათა გამოფენის ოთხგზის მონაწილე, რომელთაგან ერთი მონაწილეობა აღინიშნა ვერცხლის, ხოლო უკანასკნელი სამი კი ბრინჯაოს მედლით.[4]

ბესიკ იაშვილი ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში კომბუსტიოლოგიური დარგის დაარსება. იგი აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

2015 წელს ბესიკ იაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000. — გვ. 127.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „პროფესორი ბესიკ იაშვილი გარდაიცვალა“. Primetime. 17 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ბესიკ იაშვილი. Med.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-04. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2018.
  3. ბესიკ იაშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2018.
  4. ბესიკ იაშვილი. iashvili-janashia.ge. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი.[მკვდარი ბმული]
  5. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-23. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2018.