ბერჟე
| ბერჟე | |
კარსტული უფსკრული ბერჟე |
|
| მდებარეობა | |
|---|---|
| სიგრძე |
31 790 მ |
| სიღრმე |
1323 მ |
| გახსნის წელი |
1953 |
| ამგებელი ქანები | |
| შესასვლელთა რაოდენობა |
9 |
ბერჟე (ფრანგ. Gouffre Berger) — კარსტული უფსკრული საფრანგეთში. მდებარეობს გრენობლის სამხრეთ-დასავლეთით, ვერკორის პლატოზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ჩასასვლელი ხვრელი ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზეა. ვიწრო, დახრილი გვირაბის მიღმა იწყება ღრმა ჭების, შახტებისა და დარბაზების ანფილადა. ბერჟეს უმეტეს ნაწილში მიედინება მიწისქვეშ მდინარე, რომელიც მაღალ ჩანჩქერებს აჩენს. ბერჟე პირველი უფსკრულია, სადაც კვლევები 1 კმ და მეტ სიღრმეზე ჩატარდა.
1954-1963 წლებში ითველობოდა მსოფლიოს ყველაზე ღრმა უფსკრულად. 1956 წელს ბერჟეს სიღრმე განისაზღვრებოდა 1122 მ სიღრმით.[1] 1964 წელს პირველობა დაუთმო პიერ-სენ-მარტენის მღვიმეს. დღეისათვის ბერჟეს სიღრმეა 1323 მ.[2] უფსკრულში მრავალრიცხოვან გამოკვლევებს ატარებდა ფრანგი სპელეოლოგი ფერნანდ პეტცლი. ბერჟეს უფსკრული აღმოაჩინა ჟოზეფ ბერჟემ 1953 წლის 24 მაისს. იმ მომენტისთვის ჩასვლა მოახერხეს 52 მეტრამდე. იმავე წელს ჩავიდნენ 350 მ-მდე. 1955 წელს სპელეოლოგებმა მიაღწიეს თითქმის 1 კილომეტრიან ნიშნულს. 1967 წელს ბრიტანელი კენ პერსი გუნდთან ერთად ჩავიდა 1133 მ სიღრმეზე. 1968 წელს დაფიქსირდა ახალი სიღრმე — 1141 მ, ხოლო 1982 წელს 1191 მ.[3] 1990 წელს სიფონით დაუკავშირდა ახლოს მდებარე მღვიმეს. საერთო ჯამში სიღრმემ მიაღწია 1271 მ-ს.[4] 2010 წლისათვის სიღრმე უდრიდა 1323 მ-ს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბერჟე – დიდი საბჭოთა ენციკლოეპდია (რუსული)