ბეროსე ბაბილონელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეროსე ბაბილონელი (დაახლ. ძვ. წ. 350ძვ. წ. 280) – ბაბილონელი ისტორიკოსი, ქურუმი. გართულებული ვითარების გამო დატოვა ბაბილონი და საბერძნეთში გადასახლდა სადაც კუნძულ კოსზე ასტროლოგიური სკოლა დააარსა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანტიოქე I-სათვის ბერძნულ ენაზე დაწერა ბაბილონის ისტორია სამ წიგნად, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ცალკეული შრომები ამ ნაშრომიდან შემორჩენილია აბიდენის, ევსები კესარიელის, სინსელას, იოსებ ფლავიუსისა და სხვა ისტორიკოსთა თხზულებებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 333, თბ., 1977 წელი.
  • Blenkinsopp, J. 1992. The Pentateuch: An Introduction to the First Five Books of the Bible. New York: Anchor Doubleday.
  • Verbrugghe, G.P. & Wickersham, J.M. 2000. Berossos and Manetho Introduced and Translated: Native Traditions in Ancient Mesopotamia and Egypt. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]