ბერნჰარდ ვინდშაიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ბერნჰარდ ვინდშაიდი (გერმ. Bernhard Windscheid) (დ. 26 ივლისი 1817, დიუსელდორფი — გ. 26 ოქტომბერი 1892, ლაიფციგი), გერმანელი იურისტი

ვინდშაიდი სამართალმცოდნეობას ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1838 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა ბონის უნივერსიტეტში. 1847 წლიდან მოღვაწეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. კერძოდ, ბაზელში (1847-1852), გრაიფსვალდში (1852-1857), მიუნხენში(1857-1871), ჰაიდელბერგსა(1871-1874) და ლაიფციგში(1874-1892). 1874-1883 წლებში ვინდშაიდი იყო გერმანიის სამოქალქო სჯულდების პირველი სარედაქციო კომისიის წევრი. გერმანიის სამოქალაქო სჯულდების პროექტის პირველი ვარიანტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ვინდშაიდის "პანდექტური სამართლის სახელმძღვანელომ".