ბერნარდო ო'ჰიგინსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნარდო ო'ჰიგინსი

ბერნარდო ო’ჰიგინს რიკელმე (დ. 20 აგვისტო, 1776, ჩილიანი, ჩილე – გ. 24 ოქტომბერი, 1842, ლიმა, პერუ) – ჩილეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ამერიკის ესპანურ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის (18101826 წწ.) ერთ–ერთი ხელმძღვანელი. ჩილეს გენერალ კაპიტნისა (1788–1796) და პერუს ვიცე–მეფის (1796–1801) ა. ო’ჰიგინსის შვილი. განათლება მიიღო პერუში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში. ჩილეში დაბრუნდა 1802 წელს და ჩაერთო ქვეყნის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იყო ქალაქ ჩილიანის გუბერნატორი, ეროვნული კონგრესის დეპუტატი (1811). შედიოდა სამთავრობო ხუნტაში (1811–1814). 18131814 წწ. ჩილეს მთავრობის მეთაური. 1818 წელს ხელი მოაწერა ჩილეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და გაატარა სახელმწიფო რეფორმები. რეაქციული კონსერვატიული წრეების ზეწოლის შედეგად იძულებული იყო გადამდგარიყო (1823 წ.). ემიგრაციაში იყო პერუში, სადაც სიღარიბეში გარდაიცვალა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე