ბერნარდენ განტენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბერნარდენ განტენი (ფრანგ. Bernardin Gantin), (8 მაისი 1922, ტოფო, ბენინი — 13 მაისი 2008, პარიზი, საფრანგეთი) – პირველი შავკანიანი კარდინალი, უმაღლესი რანგის აფრიკული წარმოშობის საეკლესიო პირი რომის კათოლიკურ ეკლესიაში. კოტონუს არქიეპისკოპოსი 1960-1971 წწ. კარდინალი 1977 წლიდან.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ბერნარდენ განტენი დაიბადა 1922 წლის 8 მაისს კოტონუს ეპარქიის ქალაქ ტოფოში. იგი რკინიგზის მუშაკის შვილი იყო. მისი სახელი ითარგმნება, როგორც "რკინის ხე" (gan – ხე და tin –რკინა).
2002 წლის 8 მაისს განტენი გახდა 80 წლისა და დაკარგა კონკლავში კარდინალის წოდება, რის გამოც იგი დაბრუნდა ბენინში.
2008 წლის 13 მაისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში ჟორჟ პომპიდუს სახელობის ჰოსპიტალში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: