ბერკნერი (კუნძული)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბერკნერი — არის სრულიად ყინულით გარშემორტყმული და დაფარული კუნძული, ამ კუნძულის სიგრძე შეადგენს 320 კილომეტრს, ხოლო სიგანე 135 კილომეტრს. ბერკნერი შედის ანტარქტიდის შემადგენლობაში, მისი ფართობი შეადგენს 43873.1 კმ² (16939.42 მი²). ეს კუნძული ფართობით მეორეა მთელს ანტარქტიდაზე, მას მხოლოდ ალექსანდრე პირველის კუნძული უსწრებს. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მიეკუთვნება არგენტინას, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შედის დიდი ბრიტანეთის და ჩილეს შემადგენლობაშიც. ბეკნერი არის ყველაზე სამხრეთული კუნძული, მთელს მსოფლიოში. აქ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ყინულის შელფს, ბერკნერიდან 17 კილომეტრში არის ღია ზღვა.
კუნძულის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 869 მეტრს.
სტატიის