ბერენიკა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერენიკა II პტოლემე III-ის მონეტაზე

ბერენიკა II კირენაიკელი (დ. ძვ. წ. 267/266 — გ. ძვ. წ. 221) — ბერენიკა I-ის შვილიშვილი. ელინისტური ეგვიპტის მმართველის პტოლემე III ევერგეტის ცოლი.

ძვ. წ. 249 წელს ბერენიკა II მამის სიკვდილის შემდეგ ცოლად გაჰყვა მაკედონიის მეფის ვაჟს დემეტრის, რომელიც კირენაიკაში მისვლის შემდეგ გახდა ბერენიკა II-ის დედის, ალამას, საყვარელი. ბერენიკამ ამის გამო მეუღლე მოკლა დედის საძინებელში, ხოლო დედას სიცოცხლე შეუნარჩუნა, ეს მოხდა ძვ. წ. 255 ან ძვ. წ. 250 წელს. დემეტრისგან ბერენიკას შვილები არ ჰყოლია.

ამის შემდეგ ბერენიკა ცოლად გაჰყვა პტოლემე III ევერგეტს, მათ ჰყავდათ 4 შვილი: პტოლემე IV, მაგასი, არსინოე და ბერენიკა. ბერენიკა II-მ სირიაში საომრად წასული მეუღლის მშვიდობიანი დაბრუნების სანაცვლოდ აფროდიტეს შესწირა თავისი თმა და მოათავსა ქალღმერთის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ზეფირიონში. გადმოცემის თანახმად ბერენიკას თმა ტაძრიდან საიდუმლო ვითარებაში დაიკარგა. ასტრონომმა კონონ სამოსელმა ერთ-ერთ თანავარსკვლავედს უწოდა „ბერენიკას თმები“. ამ მოვლენას კალიმაქემ მიუძღვნა პოემა.

ძვ. წ. 221 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ბერენიკა II მოკლეს თავისი ვაჟის პტოლემე IV-ის დაქირავებულმა ხალხმა, რომელსაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ბერენიკას პატივსაცემად ერთ–ერთ ქალაქს დაერქვა მისი სახელი (ახლანდელი ბენღაზი). ასევე ასტეროიდს „653 ბერენიკა“, რომელიც 1907 წელს აღმოაჩინეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: