ბერგშრუნდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერგშრუნდი - ნაპრალი მთის კალთაზე (ავსტრია).

ბერგშრუნდი (გერმ. Bergschrund – გვერდითი ბზარი) — მთისძირა ნაპრალი (ბზარი), რომელიც ყალიბდება მყინვარის გარე საზღვარზე.

გადაჭიმულია მყინვარულ ცირკში მთის ფერდობის ძირში, იმ ადგილას, სადაც ციცაბო კალთები, დაფარულია თოვლითა და ფირნით, გადადის სუსტადდახრილი ფირნული ველის ზედაპირზე, სადაც თანდათანობით იწევა, შემდეგ მსხვილდება და ღებულობს ჰორიზონტალურ შერევას ცირკის დახრილ ფერდობზე.

ბერგშრუნდის ქვემოთ ფირნული მყინვარი გადადის მყინვარის კრისტალურ ყინულში. ბერგშრუნდიდან იწყება ფირნისა და ყინულის დინება, ამიტომ ისინი მუდამ გარდაქმნას განიცდიან როგორც მოძრავი და უძრავი მასის საზღვარი.

ზაფხულის თვეებში ბეგშრუნდი ღიაა, სადაც მოჩანს ცირკის კლდოვანი ძირი, რომელიც ინტენსიურად იმსხვრევა. ბერგშრუნდი სიღრმეში 150 მ-მდეა, ხოლო სიგანე იცვლება 1-2 მ-იდან 30 მ-მდე.

თუ ცირკის ფერდობზე არ არის ფირნი, მაშინ ბზარი, რომელიც გამოჰყოფს კლდოვან კალთას მყინვარისაგან, მას რანდკლუფტი ეწოდება.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Benn, D.I. & Evans, D.J.A. Glaciers and Glaciation (1998) ISBN 0-340-58431-9
  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე