ბენედიქტ დიბოვსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენედიქტ დიბოვსკი
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1833
დაბ. ადგილი მინსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 31 იანვარი 1930
გარდ. ადგილი ლვოვი, პოლონეთი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ზოოლოგია
მედიცინა
ენათმეცნიერება

ბენედიქტ დიბოვსკი (პოლ. Benedykt Tadeusz Dybowski; რუს. Дыбовский, Бенедикт Иванович; დ. 30 სექტემბერი, 1833 — გ. 31 იანვარი, 1930) — პოლონელი გეოგრაფი, ზოოლოგი, მედიკოსი, ლინგვისტი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1928). დერპში, ბრესლავსა და ბერლინში შეისწავლა მედიცინა და საბუნებისმეტყველო დარგები. ვარშავის უნივერსიტების პროფესორი პალეონტოლოგიისა და ზოოლოგის დარგში. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის შესწავლის საქმეში. 1863 წლის პოლონეთის აჯანყების აქტიური მონაწილე, ბელორუსიასა და ლიტვაში იყო ამბოხებულების კომისარი. ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა ოტო ფონ ბისმარკისა და გერმანელი ზოოლოგების მიერ მის დასაცავად გატარებული აქტიური კამპანიის შედეგად 1864 წელს სასჯელი შეუცვალეს 15 წლიანი კატორღით ციმბირში გადასახლებით. ციმბირში ყოფნისას გამოიკვლია ბაიკალის ტბა, მდინარე ამური და გაამდიდრა ზოოლოგია რიგი ახალი აღმოჩენებით.

1877 წელს დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა სულ მალე კამჩატკის შესწავლის სურვილით გატაცებული ქალაქ პეტროპავლოვსკში ხდება საოლქო ექიმი. გარკვეული დროის შემდეგ ლვოვში მიენიჭა პროფესორის წოდება. მისი მრავალრიცხოვანი სტატიები ზოოლოგიის დარგში დაიბეჭდა რუსულ, პოლონურ და გერმანულ ჟურნალებში. ავტორია 175-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. მის მიერ შედგენილი ლექსიკონები გამოიცა პოლონეთის აკადემიაში 5 ტომად. სიცოცხლის ბოლო წლებში დაკავდა ბაიკალის ტბის ფაუნის და მოლუსკების სისტემიტიკის შესწავლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]