ბენარის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბენარის ფაუნაოლიგოცენის ნამარხ ხერხემლიანთა ფაუნა, რომლის ადგილსამყოფელი სამხრეთ საქართველოა, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბენარის მიდამოები. ბენარის ფაუნაში შედის როგორც ევრაზიაში გავრცელებული გვარები, რომელთა დიდი ნაწილი დგას დასავლეთ ევროპაში უკვე შუა ოლიგოცენში ამოწყდა (ჰიენოდონი, თავისებური კენტჩლიქოსანი სქიზოთერიუმი, ღორისმაგვარი ენტელოდონი და ანთრაკოთერიუმი, არქაული მცოხნელი ლოფიომერიქსი და სხვა), ისე საკუთრივ აზიური ელემენტი (გიგანტური მარტორქა ბენარათერიუმი, მორბენალი მარტორქა არდინია, ტაპირისნაირი კოლოდონი და სხვა). ბენარის ფაუნა წარმოდგენილია უმთავრესად ორი ეკოლოგიური დაჯგუფების — ტენიანი ტყისა და ჭაობის, აგრეთვე შედარებით მშრალი სავანის ცხოველებით. ბენარა არის ოლიგოცენის ხერხემლიანთა ერთადერთი მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელი უზარმაზარ ტერიტორიაზე დასავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ბენარის ფაუნის შესწავლამ პირველად გვიჩვენა, თუ რა გზით შეიძლებოდა განხორციელებულიყო კავშირი ევროპისა და აზიის პალეოგენის ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის.

ბენარის ფაუნა აღმოაჩინა და შეისწავლა ლეონიდე გაბუნიამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]