ბენალმადენის გასხივოსნების სტუპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გასხივოსნების სტუპა, ბენალმადენა

გასხივოსნების სტუპა არის ევროპაში უდიდესი სტუპა (33 მეტრის) ბენალამდენაში, ანდალუსიის რეგიონში, ესპანეთი. გაიხსნა 2003 წლის 5 ოქტომბერს და იყო დიდი ბუდისტი ოსტატის - ლოპონ ცეჩუ რინპოჩეს ბოლო პროექტი.

ბუდიზმში, სტუპა არის მონუმენტი, რომელიც განასახიერებს მშვიდობას, აყვავებასა და ჰარმონიას, ასევე გამოიყენება მედიტაციისთვის. გასხივოსნების სტუპა (ტიბ: ჩან ჩუბ ჩორტენ) განასახიერებს ბუდდჰა შაკიამუნის გასხივოსნებას. სტუპის შიგნით უზარმაზარი სამედიტაციო დარბაზია, რომელიც ტიბეტური ბუდიზმისა და ჰიმალაური კულტურის გამოფენებისთვისაც გამოიყენება. სამედიტაციო ოთახის კედლები ისტორიული ბუდდჰა შაკიამუნის ცოვრების სცენებითაა მოხატული.

სტუპა გახსნა მ.უ. კუნსიკ შამარ რინპოჩემ, ტიბეტური ბუდიზმის კარმა კაგიუს სკოლის მეორე უმთავრესმა მასწავლებელმა. ასევე ესწრებოდა ბჰუტანის სამეფოს მინისტრი - ლომპო სანჯე ნგოდუპი, ოლე ნიდაჰლი და ბენალმადენის მერი - ენრიკე ბოლინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]