ბეკასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ბეკასი (ინდო. Kota Bekasi) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში. მდებარეობს ჯაკარტის აღმოსავლეთ საზღვართან, ჯაბოდეტაბეკის მეტროპოლიურ რეგიონში. ჯაკარტას ემსახურება როგორც საძილე და ფაბრიკების ქალაქი. იგი ინდონეზიის ყველაზე დიდი საგარეუბნო დასახლებაა.
ქალაქის ფართოობი 210,49 კმ²–ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 2 378 211 ადამიანს შეადგენს.[1] მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ბეკასი ინდონეზიის მეოთხე უდიდესი ქალაქია.