ბეიჰან სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეიჰან სულთანი
მშობლიური სახელი Beyhan Sultan
დაბადების სახელი ბეიჰან სულთანი
დაბადების თარიღი 1497
ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1559
ამასია, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ფერჰათ-ფაშა
აიას მეჰმედ-ფაშა
შვილ(ებ)ი ოსმანი
გევერჰანი
რაფია
მშობლები მამა: სელიმ I
დედა: აიშე ჰაფსა სულთანი

ბეიჰან სულთანი (თურქ. Beyhan Sultan; დ. 1497 — გ. 1559) — ოსმალეთის იმპერიის სულთან სელიმ I-ის და მისი პირველი ცოლის აიშე ჰაფსა სულთნის ქალიშვილი. სულთან სულეიმანის და. სელიმ II-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1515 წელს ბეიჰან სულთანი დაქორწინდა ფერჰათ-ფაშაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მესამე დიდი ვეზირი იყო, შემდეგ კი სმედერევოს გუბერნატორი. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ვაჟი — სულთანზადე ორჰანი. 1524 წელს სულთან სულეიმანის ბრძანებით ფერჰათ-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. 1536 წელს ბეიჰანი მეორედ დაქორწინდა აიას მეჰმედ-ფაშაზე,რომელმაც იბრაჰიმ ფაშას გარდაცვალების შემდეგ მიიღო დიდი ვეზირის პოსტი. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი — გევერჰან სულთანი და რაფიე სულთანი. 1539 წელს აიას მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა შავი ჭირით[1] და ბეიჰან სულთანი ისევ დაქვრივდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიჰან სულთანი გარდაიცვალა 1559 წელს თავისსავე სასახლეში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]