ბეიშეჰირი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბეიშეჰირი (თურქ. Beyşehir Gölü), ტბა თურქეთში, მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულში ტავრის მთების დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1116 მ. ფართობი 657 კმ2. მაქსიმალური სიღრმე 9 მ. ტბაში რამდენიმე კუნძულია. ბეიშეჰირი უერთდება ტბა სუგლას. იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 271, თბ., 1977 წელი.