ბევერლი-ჰილზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბევერლი ჰილსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბევერლი-ჰილზი
Beverly Hills
Downtown Beverly Hills At Night.jpg
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი კალიფორნია
კოორდინატები 34°04′23″ ჩ. გ. 118°23′58″ დ. გ. / 34.07306° ჩ. გ. 118.39944° დ. გ. / 34.07306; -118.39944
ფართობი 14.790 კმ²
ცენტრის სიმაღლე 79
მოსახლეობა 34,109 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6,000 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 310 , 323 , 424
საფოსტო ინდექსი 90209, 90210, 90211, 90212, 90213
ოფიციალური საიტი http://www.beverlyhills.org

ბევერლი-ჰილზი მდებარეობა აშშ

Red pog.svg

ბევერლი-ჰილზი მდებარეობა კალიფორნია

Red pog.png

ბევერლი-ჰილზი (ინგლ. Beverly Hills) — ქალაქი ლოს-ანჯელესის საგრაფოს დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიაში, თითქმის მთლიანად ქალაქ ლოს-ანჯელესში. ე.წ. ოქროს სამკუთხედის ნაწილია, რომელსაც ქმნიან: ბევერლი-ჰილზი, ბელ-ეარი და ჰოლმბი-ჰილზი. ჩრდილოეთით ესაზღვრება სანტა მონიკას მთები, აღმოსავლეთით — ვესტ-ჰოლივუდი და ლოს-ანჯელესის უბანი ფეარფაქსი, სამხრეთით ლოს-ანჯელესის ცენტრალური უბანი, დასავლეთით კი ვესტვუდ-ვილიჯი და სენჩური სიტი, რომლებიც ასევე ლოს-ანჯელესის უბნებია.

ტერიტორია, რომელზედაც განლაგებულია თანამედროვე ბევერლი-ჰილზი ცნობილი იყო თავისი რბილი კლიმატითა და ნოყიერი ნიადაგებით, რის გამოც ამ მიწებზე მცხოვრები ინდიელი ტომი ტონგვა მას „შემოვლითი წყლის გზას“ უწოდებდა. ბევერლი-ჰილზი ცნობილია 1769 წლიდან. 1838 წელს კალიფორნიის გუბერნატორმა ესპანელი ჯარისკაცის ქვრივს, მარია რიტა ვალდეს ვილას „შემოვლითი წყლის გზის“ მიწები აჩუქა, რომელმაც თანამედროვე ბევერლი-ჰილზის ტერიტორიაზე ააშენა დიდი რანჩო, რომელიც თავის მხრივ, ყვავოდა 1852 წლამდე. მოგვიანებით რანჩოზე ინდიელებმა თავდასხმა განახორციელეს. მარია რიტა გადარჩა, თუმცა რანჩოს გაყიდვა გადაწყვიტა. 1868 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ, რანჩო შეისყიდა ედვარდ პროისმა, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა გერმანელი იმიგრანტებისათვის საფერმო დასახლების შექმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]