ბევერლი ჰილზი, 90210

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბევერლი ჰილზი, 90210
Beverly Hills, 90210
Beverlyhillslogo.png
სერიალის ლოგოტიპი
პროდიუსერი აარონ სპელინგი
ე. დიუკ ვინსენტი
ჩარლზ როუზინი
დერენ სტარი
სტივ ვასერმანი
ჯესიკა კლაინი
როლებში ჯეისონ პრისლი
შენენ დოერთი
ჯენი გართი
იან ზირინგი
გებრიელ კარტერისი
ლუკ პერი
ბრაიან ოსტინ გრინი
დაგლას ემერსონი
ტორი სპელინგი
კეროლ პოტერი
ჯეიმზ ეკჰაუზი
მარკ დემონ ესპინოზა
ტიფანი თისენი
ჯო ტატა
ჯეიმი უოლტერსი
კეტლინ რობერტსონი
ჰილარი სუონკი
ვინსენტ იანგი
ვანესა მარჩილი
ლინდსი პრაისი
დენიელ კოსგროვი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ტელეარხი Fox
ეკრანებზე ოქტომბერი 4, 1990 (1990-10-04)
მაისი 17, 2000 (2000-05-17)
ქრონომ. 45–48 წთ.
სეზონი 10
IMDb ID 0098749

ბევერლი ჰილზი, 90210 (ინგლ. Beverly Hills, 90210) — ამერიკული ტელესერიალი და თინეიჯერული დრამა, აარონ სპელინგის პროდიუსერობით. მისი პრემიერა შედგა 1990 წლის 4 ოქტომბერს. იგი შედგება 10 სეზონისგან. შოუ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში, წარმოადგენდა რა თინეიჯერული დრამის ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს.

სერიალი მოგვითხრობს ტყუპი უოლშების (ბრენდასა და ბრენდონის) ისტორიას, რომლებიც ცივი მინესოტიდან კალიფორნიაში გადადიან საცხოვრებლად. ახალი სახლი, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები და უამრავი პრობლემა ჩნდება. 90210 მოიცავდა ალკოჰოლიზმის, სუიციზმის, ძალადობის, ჰომოსექსუალთა უფლებების, ანტისემიტიზმის, ნარკომანიისა და სხვა საზოგადოებრივ პრობლემებს. შოუს პოპულარობამ პიკს მიაღწია 1991 წლის ზაფხულში, როდესაც ტელეკომპანია ’ფოქსის’ ეთერში გადიოდა ე,წ. ’ზაფხულის სეზონი’.

შოუს საწყის სამსახიობო ფლოტს შეადგენდნენ: ჯეისონ პრისლი, შენონ დოერთი, ჯენი გართი, იან ზერინგი, გაბრიელა კარტერისი, ლუკ პერი, ბრაიან ოსტინ გრინი და ტორი სპელინგი. სერიალი 1990-იანების სატელევიზიო სიმბოლოდ იქცა, ხოლო შოუს ვარსკვლავები. ჯეისონ პრისლი და განსაკუთრებით ლუკ პერი თინეიჯერთა კუმირები გახდნენ. სწორედ შოუს ასეთმა პოპულარობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ გადაწყდა მისი რიმეიქის გადაღება, სადაც პრაქტიკულად 10 წლიანი ლოდინის შემდეგ შენონ დოერთი, ჯენი გართი და ტორი სპელინგი დაბრუნდნენ.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]