ბედლინგტონ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედლინგტონ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 8-10 კგ.
სიმაღლე 38-42 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბედლინგტონ ტერიერი (ინგლ. Bedlington Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

უძველეს დროში, შოტლანდიის საძღვართან, როთბერის ტყეში მცხოვრებ ბოშებს ჰყავდათ ძალიან დამჯერი და სწრაფი მუშა ტერიერები, რომლებიც როთბერი ტერიერის სახელით იყვნენ ცნობილნი. შესაძლოა სწორედ ეს ძაღლი არის ბედლინგტონ ტერიერის წინაპარი, ის პირველად გამოიყვანეს გამოფენაზე ქალაქ ბედლინგტონში (ნორტუმბერლენდის საგრაფო, ინგლისი) 1879 წელს. ამტკიცებენ, რომ ამ საინტერესო ტერიერის წინაპარი იყო უიპეტი, ოტერჰაუნდი და დენდი დინმონტ ტერიერი. განსაკუთრებით ძლიერი გავლენა ბედლინგტონის ფორმირებაზე უიპეტმა მოახდინა, რომლეზეც მოწმობს მისი გრძელი უკანა ფეხები და ხასიათი.

ბედლინგტონის "ცხვრის ტყავის" ქვეშ იმალება შეუკავებელი სურვილი "მოძებნოს და გაანადგუროს" მოწინააღმდეგე: ამ თავისებურმა, კრავის მსგავსმა ძაღლმა სრულებით შეინარჩუნა ნამდვილი ტერიერის ხასიათი, შესაბამისად, სჭირდება ფსიქიკური სტიმულაცია და მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა, რომელთა არარსებობისას ვლინდება დესტრუქციული ქცევა. ბედლინგტონ ტერიერს აქვს ხუჭუჭა ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ღვიძლისფერი, ხორბლისფერი, ცისფერი. გრძელი, სწორი, ვიწრო თავი დაფარულია ხშირი თმით, გრძელი კისერი, დაკუნთული უკანა ფეხები. ცოცხალ თვალებს ალერსიანი, რბილი გამოხედვა ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]