ბებრისკონა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბებრისკონა
Lamium-album-total.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Lamium
დაცვის სტატუსი

ბებრისკონა (Lamium), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახებია, რომლებსაც მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და მეწამული, ზოგჯერ თეთრი ყვავილები აქვს. ცნობილია 40 სახეობა, რომლებიც იზრდება ევროპაში, აზიასა (ტროპიკებს გარეთ) და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 6 სახეობაა გავრცელებული, მათგან 1 კავკასიის ენდემია (Lamium caucasicum). ბებრისკონა იზრდება ტყეებში, ბუჩქნარში, მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე, დანაგვიანებულ ადგილებში, ბაღებში, ბოსტნებსა და სხვა. მრავალი სახეობა თაფლოვანია, ზოგი სარეველაა.

ლიტერატურა [რედაქტირება]