ბებერასოკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბებერასოკო
Leccinum crocipodium.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: ბოლეტუსისებრნი
სახეობა: ბებერასოკო
ლათინური სახელი
Leccinum crocipodium
ან Krombholzia nigrescens

ბებერასოკო (ლათ. Leccinum crocipodium, Krombholzia nigrescens) — ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდის ზედაპირი დახეთქილია და შეფერილია მოყვითალოდან მუქ ყავისფრამდე, ქვედა მხარეს განვითარებული აქვს მოყვითალო მილები. რბილობი ყვითელია, ზოგჯერ მოწითალო, ჰაერზე სწრაფად მუქდება. ფეხი სწორია, წიბოვანი, მოყვითალო, დაფარული მუქი წვრილი ქერცლით. წააგავს არყისძირას. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით წიფლნარებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელად იხმარება ახალი და დამუჟუჟებული, ჩვენში შეცდომით ბოლეტუსისებრთა სხვა წარმომადგენლებსაც ხშირად ბებერასოკოს უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]