ბაჰამური დოლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰამური დოლარი
Bahamian dollar
100 ბაჰამური დოლარი 10 ბაჰამური დოლარი
100 ბაჰამური დოლარი 10 ბაჰამური დოლარი
კოდი ISO 4217 BSD
ქვეყანა ბაჰამის კუნძულები
ოფიციალური
მომხმარებლები
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
შედგება 100 ცენტი
სიმბოლო B$
მონეტები 1, 5, 10, 15, 25, 50 და 1 დოლარი
ბანკნოტები ½, 1, 3, 5, 10, 20, 50 და 100 დოლარი
ცენტრალური ბანკი ბაჰამის კუნძულების სარეზერვო ბანკი
საიტი [1]
გაცვლითი კურსი
(29 სექტემბერი 2011 თვის)
1 USD = 0.98 BSD

ბაჰამური დოლარი (ინგლ. Bahamian dollar) — ფულის ერთეული ბაჰამის კუნძულებზე, მიმოქცევაში შევიდა 1966 წელს. მიმოქცევაში არის მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 15, 25 ცენტი და ბანკნოტები ნომინალით 1, 5, 10, 20, 50 და 100 ბაჰამური დოლარი.

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლს ბაჰამის ხელისუფლებამ გამოუშვა ბანკნოტები ნომინალით ½, 1, 3, 5, 10, 20, 50 და 100 დოლარი. 1974 წელს ბაჰამის ცენტრალურმა ბანკმა თავის თავზე აიღო ვალუტის გამოშვება. მისი პირველ გამოშვებაში არ შედიოდა ½ და 3 დოლარი, მაგრამ 1984 წელს ის ისევ დაიწყო ამ ნომინალის ბანკნოტების გამოშვება.

ბაჰამურმა დოლარმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში განიცადა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის შესამჩნევია უკიდურესად ფერადი დიზაინი. ყველა ბანკნოტის გადის დიზაინის ცვლილებას, ბოლო წლებში ვალუტის გაყალბების აღსაკვეთად. აღსანიშნავია, რომ როგორც ამერიკული დოლარი ასევე ბაჰამური დოლარის ყველა ბანკნოტი ერთიდა იმავე ზომისაა.

რამდენიმე წლით ადრე ყველა ბანკნოტზე გამოსახული იყო ელისაბედ IIს პორტრეტი, მაგრამ ახალ ბანკნოტებზე გაჩნდა გარდაცვლილი ბაჰამელი პოლიტიკოსების პორტრეტები. ელისაბედ II-ის პორტრეტი გამოსახულია ½, 10 და 100 ბაჰამურ დოლარზე.

2005 წლის სერია
50 ბაჰამური ცენტი

1 ბაჰამური დოლარი

5 ბაჰამური დოლარი

10 ბაჰამური დოლარი

20 ბაჰამური დოლარი

50 ბაჰამური დოლარი

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 15, 25, 50 ცენტი და 1 ბაჰამური დოლარი. 1 ცენტი მოჭრილი იყო ნიკელი-თითბერისგან, 5, 10 და 15 სპილენძისგან, 20 ცენტი ნიკელისგან, 50 ცენტი და 1 დოლარი ვერცხლისგან. 15 ცენტი იყო კვადრატის ფორმის. ვერცხლის მონეტების გამოშვება შეწყდა 1966 წლიდან. 1970 წლს ნიკელი-თითბერის 1 ცენტიანი შეცვალა ბრინჯაომ.

საიუბილეო მონეტები
2500 დოლარი 2000 წელი

2500 დოლარი 1985 წელი

2500 დოლარი 1977 წელი

2500 დოლარი 1974 წელი

100 დოლარ 1978 წელი

2 დოლარი 1972 წელი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]