ბაჰამის კუნძულების კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუნკანუს აღნიშვნა ნასაუში.

ბაჰამური კულტურა აფრიკული და ევროპული კულტურების ერთგავრი ჰიბრიდია. დაბალგანვითარებულ გარე კუნძულებზე მისდევენ ხელოსნობას, მათ შორისაა პალმის ფოთლებისგან დაწნული კალათების დამზადება. ამ ნივთს ზოგადად „ჩალას“ უწოდებენ და ამაგრებენ ქუდებსა და ჩანთებზე, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. ასევე გამოიყენებენ ე. წ. „ვუდუს თოჯინებში“, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თოჯინები ამერიკული წარმოსახვების შედეგია და არაა კავშირში ისტორიულ ფაქტებთან.[1]

ზოგიერთი ბაჰამელი ხალხურ მაგიურ ტრადიციებს მისდევს, ძირითადად ჰაიტურ–ბაჰამური საზოგადოება, რომელიც უმთავრესად ქვეყნის გარე კუნძულებზე სახლობს.[2] თუმცა, მაგიური პრაქტიკა ბაჰამის კუნძულებზე აკრძალულია და ისჯება კანონით. ჯუნკანუ არის ტრადიციული ბაჰამური მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების პარადი, რომელიც ნასაუს ქუჩებში იმართება ყოველი წლის ახალი წლის დღეს. ჯუნკანუ ასევე იმართება სხვა დღესასწაულებზე, მაგალითად ემანსიპაციის დღეს.

მრავალი კუნძულების დასახლებებში მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიებაა რეგატა. როგორც წესი, იგი ერთი ან რამდენიმე დღე გრძელდება და მონაწილეობენ ძველი სტილის ნავები, ასევე იმართება სანაპიროს ფესტივალი.

ზოგიერთ დასახლებას აქვს ფესტივალები, რომლებიც დაკავშირებულია არეალისათვის ტრადიციულ მოსავალთან თუ საკვებთან, მათ შორისაა „ანანასის ფესტივალი“ გრეგორი-ტაუნსა და ელიუთერაზე, „კიბორჩხალის ფესტივალი“ ანდროსის კუნძულებზე. სხვა მნიშვნელოვან ტრადიციებს შორისაა ამბების თხრობა.

ბაჰამელებს აქვთ საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა და პოეზია, მოთხრობები, პიესები და მოკლე ფიქციური ნამუშევრები. ამ ნამუშევრების საერთო თემატიკაა ცნობიერების ცვლილება, დახვეწილობისკენ სწრაფვა, იდენტობის ძიება, გარდასულ გზათა ნოსტალგია და მშვენიერების ტრფიალი. ღვაწლმოსილ მწერლებს შორის არიან სუსანა უელეისი, პერსივალ მილერი, რობერტ ჯონსონი, რეიმონდ ბრაუნი, ო.მ. სმიტი, უილიამ ჯონსონი, ედი მინისი, უინსტონ საუნდერსი და სხვები.[3][4]

ბაჰამური კულტურა მდიდარია რწმენებით, ტრადიციებით, ფოლკლორითა და ლეგენდებით. ყველაზე ცნობილ ფოლკლორსა და ლეგენდებს შორისაა ლუსკა კუნძულ ანდროსზე, პირტი-მოლი კუნძულ ეკსუმაზე, დაკარგული ქალაქი ატლანდიტა კუნძულ ბიმინიზე და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hurbon, Laennec. "American Fantasy and Haitian Vodou.” Sacred Arts of Haitian Vodou. Ed. Donald J. Cosentino. Los Angeles: UCLA Fowler Museum of Cultural History, 1995. 181–97.
  2. International Religious Freedom Report 2005 - Bahamas. U.S. Department of State. წაკითხვის თარიღი: 22 July 2012.
  3. Dean W. Collinwood and Steve Dodge, "Modern Bahamian Society," Caribbean Books, 1989.
  4. Dean Collinwood and Rick Phillips, "The National Literature of the New Bahamas," Weber Studies, Vol. 7, No. 1 (Spring) 1990: 43-62.