აკაკი ბაქრაძე
ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, აკაკი)
| კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე აკაკი ბაქრაძის შესახებ იხილეთ ბაქრაძე, აკაკი ვიქტორის ძე |
აკაკი ტრიფონის ძე ბაქრაძე (დ. 3 ივნისი/16 ივნისი, 1890, სოფ. ხეითი, ახლანდელი ონის რაიონი ― გ. 30 იანვარი, 1979, თბილისი), ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1920 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1921 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა კლინიკისა და საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებებში. 1957-1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. შემოიღო საშვილოსნოს ყელის გახსნის ახალი მეთოდი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბაქრაძე აკაკი ტრიფონის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 373.
- ქსე - ტ. 2 გვ. 240

