ბაქოს ოპერაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი არმია ბაქოში (ბაქოს ოპერაცია)

ბაქოს ოპერაციაკავკასიის ფრონტის მე-11 არმიის შეტევითი ოპერაცია ვოლგა-კასპიის სამხრეთ ფლოტილიასთან ერთად 1920 წლის აპრილ-მაისში, სამოქალაქო ომის დროს. მიზნად ისახავდა დახმარებოდა მუსავატელების მთავრობის წინააღმდეგ კომუნისტების ხელმძღვენელობით აჯანყებულ აზერბაიჯანელ მშრომელებს. იმის გამო, რომ მუსავატელებს შეიძლებოდა დახმარებოდნენ საქართველოს მენშევიკური მთავრობა და ინგლისის ინტერვეტები, ოპერაცია სწრაფად უნდა ჩატარებულიყო. 27 აპრილს პატროვსკიდან ბაქოსაკენ გაემართა და 28 აპრილს ქალაქში შევიდა 4 ჯავშნიანი მატარებელი დესანტით. მას ჩამოჰყვნენ აზერბაიჯანიის კომპარტიის ხელმძღვანელი მოღვაწეები ა. მიქოიანი, გ. მუსაბეკოვი, გ. ჯაბიევი. 29 აპრილს ბაქოში მე-11 არმიის ნაწილები შევიდნენ, 30 აპრილს კი ქალაქში ჩავიდნენ მ. ლევანდოვსკი, გ. ორჯონიკიძე და ს. კიროვი. მე-2 ცხენოსანი კორპუსის წინსვლამ გუსარის, ყუბის, შემახისა და ქურდამირის მიმართულებით მუსავატელთა ჯარების განჯისაკენ უკან დასახევი გზა მოუჭრა. 10-15 დღეში წითელმა არმიამ ბაქოში შევიდა, რასაც შემდგომში მოჰყვა აზერბაიჯანის გაწითლება.

ლიტერატურა[რედაქტირება]