ბაუნტის კუნძულები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Bounty Islands | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 1,35 კმ² |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი |
ბაუნტის კუნძულები — 13 დაუსახლებელი, გრანიტით აგებული მომცრო კუნძულის ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. მოიცავს 135 ჰა-ს. განლაგებულია სამხრეთ კუნძულისგან 670 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩატემის არქიპელაგისგან კი 530 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]
ისტორია [რედაქტირება]
ბაუნტის კუნძულები 1788 წელს კაპიტანმა უილიამ ბლაიმ აღმოაჩინა და სახელი გემ HMS Bounty-ის პატივსაცემად უწოდა, ბაუნტის ცნობილ აჯანყებამდე რამდენიმე თვით ადრე.