გაბრიელ ბატისტუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბატისტუტა, გაბრიელ)
გაბრიელ ბატისტუტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაბრიელ ომარ ბატისტუტა
დაბადების
თარიღი
1 თებერვალი, 1969 (1969-02-01) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
რეკონკისტა (სანტა-ფე),
სანტა-ფეს პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1987–1988 ნიუელს ოლდ ბოისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1989 ნიუელსი 16 (4)
1989–1990 რივერ პლეიტი 19 (3)
1990–1991 ბოკა ხუნიორსი 30 (13)
1991–2000 ფიორენტინა 269 (168)
2000–2003 რომა 63 (30)
2003   ინტერი 12 (2)
2003–2005 ალ-არაბი 21 (25)
სულ 430 (245)
ეროვნული ნაკრები
1991–2002 არგენტინა 77 (54)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაბრიელ ომარ ბატისტუტა (ესპ. Gabriel Omar Batistuta; დ. 1 თებერვალი, 1969, რეკონკისტა (სანტა-ფე), სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]

კარიერის უმთავრესი წლები გაატარა „ფიორენტინასა“ და „რომაში“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეული საგოლე ალღოსა და ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა. სპეციალისტების შეფასებით, ფლობდა რთულ სათამაშო სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და ხელსაყრელი საგოლე პოზიციის შერჩევის იშვიათ უნარს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საგოლე მომენტების გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. თავდამსხმელის ამპლუის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა მოედნის მთელ პერიმეტრზე. მისი ყოფნა მინდორზე დიდწილად განსაზღვრავდა მთელი მატჩის მსვლელობის ხასიათს. ცნობილი იყო თავისი პერიოდული „აფეთქებებით“, რა დროსაც ყველაზე სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის, განსაკუთრებით — შეტევის დამამთავრებელ ფაზაში. კარიერის დასაწყისშივე დაიმკვიდრა გოლეადორის სტატუსი. ამის გამო, არგენტინელი და იტალიელი კომენტატორები საფეხბურთო რეპორტაჟებში მას უმეტესად — „ბატიგოლად“ მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა ბატისტუტას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ ფორვარდად მიიჩნევს. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 88-ე ადგილზე დასახელდა.[4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში, სანტა-ფეს პროვინციაში. თავიდან ბატისტუტას კალათბურთელობა სურდა, თუმცა მის არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა არგენტინის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის მარიო კემპესის შთამბეჭდავმა თამაშმა მოახდინა, რისი ნახვის შემდეგაც ბატისტუტამ, მისივე სიტყვებით, მოსვენება დაკარგა: „მე უბრალოდ ვაბოდებდი კემპესზე, იმდენად მომნუსხა მისმა თამაშმა, კალათბურთისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, კემპესი — აი, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი“. — არაერთხელ აღნიშნავს ის თავის მომავალ ინტერვიუებში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატისტუტა თავის საკლუბო კარიერას 1988 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ჩემპიონატის 16 შეხვედრას ატარებს და ოთხი გოლი გააქვს. იმავე წელს მისი გუნდი ლიბერტადორესის თასის ფინალში გადის, თუმცა ორი მატჩის ჯამში მონტევიდეოს „ნასიონალთან“ მარცხდება. მომდევნო სეზონზე „რივერ პლეიტის“ რიგებში გამოდის, სადაც ქვეყნის პირველობის 19 მატჩში იცავს გუნდის ღირსებას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამავე სეზონში იგი პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევს, როდესაც გუნდთან ერთად პირველად ხდება არგენტინის ჩემპიონი. 1990–1991 წლებში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებშია. ამ კლუბში იგი ჩემპიონატის 30 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 13 ბურთის გატანას ახერხებს. სეზონის დამთავრების შემდეგ, იმავე 1991 წელს ბატისტუტა არგენტინიდან იტალიაში ინაცვლებს, სადაც სერია A-ს მონაწილე „ფიორენტინას“ უერთდება. როდესაც 1993 წელს „ფიორენტინა“ სერია B-ში ქვეითდება, ბატისტუტა კლუბს არ ტოვებს და მას კვლავ სერია A-ში დაბრუნებაში ეხმარება. ამ ერთგულების დასაფასებლად „ფიორენტინას“ გულეშემატკივრებმა მადლიერების ნიშნად 1996 წელს ბატისტუტას ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს .[6] მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ის კლუბთან ერთად გახდა კოპა იტალიის და იტალიის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული, მას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში არასდროს მოუგია სერია A. თუმცა, 2000 წელს, მას შემდეგ რაც „რომაში“ გადავიდა, ამ ტიტულსაც დაეუფლა.[7] 2003 წელს იჯარით შეუერთდა „ინტერს“. იმავე წელს გადავიდა კატარულ კლუბ „ალ არაბში“, სადაც 2005 წლამდე დაყო. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერაც.[8] ბატისტუტა სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის 184 გატანილი გოლით 318 მატჩში იკავებს 12-ე ადგილს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინული ფეხბურთის არსებობის მანძილზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი გოლი (54 გოლი 77 მატჩში) ჰქონდა გატანილი, მანამდე სანამ 2016 წლის 21 ივნისს აღნიშნული რეკორდი არ მოხსნა ლიონელ მესიმ.[9] კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც გაიტანი 10 გოლი, რითაც მსფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა შორის იკავებს მერვე ადგილს.[10] ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეასრულა ორი ჰეტრიკი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის შემადგენლობაში მოგებული აქვს ორი კოპა ამერიკა (1991, 1993), არტემიო ფრანკის თასი (1993) და 1992 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი. ბატისტუტა მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. 1999 წელს ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე მესამე ადგილი დაიკავა.[11]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ლიგა თასი[12] კონტინენტური[13] ჯამში
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ნიუელს ოლდ ბოისი 1988–89 16 4 5 3 21 7
ჯამში 16 4 5 3 21 7
რივერ პლეიტი 1989–90 19 3 19 3
ჯამში 19 3 19 3
ბოკა ხუნიორსი 1990–91 30 13 10 6 39 19
ჯამში 30 13 10 6 39 19
ფიორენტინა 1991–92 27 13 3 1 30 14
1992–93 32 16 3 3 35 19
1993–94 26 16 4 3 2 2 32 21
1994–95 32 26 5 2 37 28
1995–96 31 19 8 8 39 27
1996–97 32 13 3 2 7 4 42 19
1997–98 31 21 5 3 37 24
1998-99 28 21 6 4 3 1 37 26
1999–00 30 23 3 0 11 6 44 29
ჯამში 269 168 40 26 23 13 333 207
რომა 2000–01 28 20 0 0 3 1 31 21
2001–02 23 6 1 0 8 0 32 6
2002–03 12 4 2 1 6 1 20 6
ჯამში 63 30 3 1 17 2 83 33
ინტერი 2002–03 12 2 12 2
ჯამში 12 2 12 2
ჯამში 430 245 43 27 55 24 507 271

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[14]

არგენტინის ნაკრები
წელი მატჩები გოლები
1991 7 6
1992 5 6
1993 15 6
1994 10 6
1995 10 7
1996 5 3
1997 2 0
1998 12 12
1999 2 2
2000 5 4
2001 1 1
2002 3 1
ჯამში 77 54

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რივერ პლეიტი
ბოკა ხუნიორსი
ფიორენტინა
რომა

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინა

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1994). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  2. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1998). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  3. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 2002). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  4. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  5. Eoghan McMonagle (14 სექტემბერი, 2011). Gabriel Batistuta – Fiorentina Icon, Calcio Legend — „Rarely has a player come to symbolise their club in the same way that Batistuta defined Fiorentina during nine seasons from 1991 to 2000“. Goalden Times წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
  6. Gabriel Batistuta History – His Fans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-10. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
  7. Roma-scudetto, racconta il tuo 17 giugno 2001 Italian. Corriere dello Sport (17 ივნისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2013.
  8. Argentine striker Gabriel Batistuta retires from soccer. USA Today (14 მარტი, 2005). ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2013.
  9. USA 0–4 Argentina: Lionel Messi sets new national goalscoring record as Tata Martino's side reach Copa America final. Daily Mail (21 June 2016). ციტირების თარიღი: 14 September 2017.
  10. Batistuta bids farewell. FIFA.com (14 March 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 2 July 2016.
  11. "Rivaldo on top of the world" დაარქივებული 2014-09-16 საიტზე Wayback Machine. FIFA.com. Retrieved 17 November 2013
  12. მოიცავს კოპა იტალიას, იტალიის საფეხბურთო სუპერთასს, და კატარის ამირას თასი.
  13. მოიცავს ლიბერტადორესის თასი, ანგლო-იტალიური თასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს ევროპის ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი.
  14. Gabriel Omar Batistuta – Goals in International Matches. RSSSF (14 July 2016). ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2017.
  15. Igor Kramarsic; Alberto Novello. Italy – Serie A Top Scorers. RSSSF (11 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-31. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2015.
  16. Davide Rota. Italy – Coppa Italia Top Scorers. RSSSF (4 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-29. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2015.
  17. FIFA XI´s Matches – Full Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
  18. Awards. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2015.
  19. ESM XI. RSSSF (14 March 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2015.
  20. Italy – Footballer of the Year. RSSSF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2015.
  21. Rivaldo on top of the world. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2015.
  22. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  23. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Argentina: Alfredo Di Stefano, Daniel Passarella, Diego Maradona, Gabriel Batistuta, Hernan Crespo, Javier Saviola, Javier Zanetti, Juan Sebastian Veron, Mario Kempes, Omar Sivori. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  24. Hall of fame, 10 new entry: con Vialli e Mancini anche Facchetti e Ronaldo Italian. La Gazzetta dello Sport (27 October 2015). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  25. Hall of Fame Italian. A.S. Roma. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
  26. AFA (2015). La Selección de todos los tiempos დაარქივებული 2018-08-14 საიტზე Wayback Machine. . Durante el 2015, en AFA Revista distintas personalidades del fútbol armaron su 11 ideal de la historia albiceleste y, en base a lo que eligió cada uno, éste es el equipazo que se formó. afa.com.ar. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
  27. IV Hall of Fame Viola: Toldo, Chiarugi e non solo entrano nella galleria degli onori Italian. violanews.com (8 დეკმბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2016.