ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქეოლოგიური ძეგლები - ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ომანის დროშა ომანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 23°16′11″ ჩ. გ. 56°44′42″ ა. გ. / 23.26972° ჩ. გ. 56.74500° ა. გ. / 23.26972; 56.74500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 434
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 434
ინგლ.რუს.ფრ.

ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი — ძვ. წ. მესამე ათასწლეულის არქეოლოგიური ძეგლები და დაცული ტერიტორია ომანში. 1998 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ბოლო 15 წლის მანძილზე მიმდინარე გათხრებისას, ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა მრავალი ნასახლარი, რომლებიც ვრცელდება სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე. წარმოადგენს ძვ.წ. მესამე ათასწლეულის ყველაზე სრულყოფილ ნასახლარებსა და ნეკროპოლისებს მთელ მსოფლიოში. ასევე მოიცავს ციხე სიმაგრეთა ნანგრევებს და სამარხებს.

როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, ამ ტერიტორიაზე მდებარე მაგანის სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულში წარმოადგენდა სპილენძის წარმოების უმნიშვნელოვანეს ცენტრს, საიდანაც ის გაედინებოდა მესოპოტამიაში.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლამდე, არექოლოგიური ძეგლები დაცულ ტერიტორიად არ იყო გამოცხადებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]