ბასილი საბაწმიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილი საბაწმიდელიVIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შესაძლოა თვით საბა განწმედილის (წმიდის) ლავრაშიც. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება „დასდებელნი მამისა საბაჲსნი“ შეტანილია X საუკუნის სინის მთის ხელნაწერში. დასდებლის კიდურწრილობაა „ბასილი“.

ავტორს გამოუყენებია საბა განწმენდილის „ცხოვრება“, რომელიც ქართულად VII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ლოლაშვილი, ქსე, ტ. 2, გვ. 221, თბ., 1977