ბასილისკუსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბასილისკო
ბასილისკუსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ხვლიკისნაირნი
ოჯახი: იგუანასებრნი
ლათინური სახელი
Basiliscus
დაცვის სტატუსი

ბასილისკო (Basiliscus), ქვეწარმავლების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. მამალს კეფაზე კანის სოლისებრი გამონაზარდი აქვს, ზურგისა და კუდის წინა მესამედის გასწვრივ კი - კანის ნაკეცებისაგან წარმოქმნილი ქედი. ბასილისკოებრნი კარგად ცურავენ, ყვინთავენ და დარბიან. ბასილისკოს 4 სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. ცხოვრობენ მდინარის პირას ხეებზე. ცნობილია მუზარადიანი ბასილისკო (Basiliscus basiliscus), რომლის სიგრძე 80 სმ აღწევს, გვხვდება პანამასა და კოსტა-რიკაში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 221, თბ., 1977