ბარტყობა (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარტყობამცენარის, მიწისზედა და გვერდითი ყლორტების განვითარების პროცესი მარცვლოვნებში. ერთწლოვან მცენარეებში ბარტყობა მიმდინარეობს მათი სიცოცხლის საწყის პერიოდში (საშემოდგომო ნათესებისა — შემოდგომისა და გაზაფხულზე, საგაზაფხულო ნათესებისა — გაზაფხულზე) და მთავრდება აღერების ფაზის დასაწყისში.

მრავალწლოვანებში — აღერების ფაზის დაწყებამდე, შემდეგ კი — ყვავილობის ფაზის ბოლოს ან ნაყოფიანობის პერიოდში და გრძელდება ვეგეტაციის ბოლომდე. ბარტყობის მიხედვით განარჩევენ მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან მცენარეებს. მეჩხერბუჩქოვან მარცვლოვნებში ბარტყობის მუხლი მიწაშია ჩაფლული და მისგან წარმოქმნილი ყლორტები ჯერ განზე იზრდება, შემდეგ კი ზევით მიიმართება. მკვრივბუჩქოვნებში — ნიადაგის ზედაპირზეა და მისგან ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვერტიკალური ყლორტები ვითარდება. ბარტყობის მუხლის განლაგების სიღრმესთანაა ჩვეულებრივ დაკავშირებული მცენარის ყინვაგამძლეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]