ბარი (ფრინველი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარი.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზი.
ბარი
Falco cherrug (Marek Szczepanek).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: შავარდნისებრნი
გვარი: შავარდენი
სახეობა: ბარი
ლათინური სახელი
Falco cherrug
Falco cherrug

ბარი, გავაზი (Falco cherrug) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების შლილი 130 სმ-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთსა და აფრიკაში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, კურდღლებსა და ქურციკებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.

ლიტერატურა[რედაქტირება]