ბარი (იარაღი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარი.

ბარისამიწათმოქმედო იარაღი, შედგება რკინის პირის, ხის ტარისა და სატერფულისაგან. ძველად მაგარი ჯიშის ხისპირიან ბარსაც იყენებდნენ, ასეთი ბარის პირის კიდეებზე ლითონის, საქლეშის შემოვლებაც იცოდნენ. მთის ფერდა ადგილებზე მუშაობა ბარით მოუხერხებელია, ამიტომ ბარის პირის ტარს 90° კუთხით უგებდნენ და თოხივით ხმარობდნენ. ასეთ იარაღს ბართოხი ეწოდებოდა, ბარს ძველად მჭედლები ამზადებდნენ რკინის ცხელი ჭედვით, იგი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამიწათმოქმედო იარაღია, მისი გამოსახულება გვხვდება ზვარტნოცის (სომხეთი) რელიეფზე და დავით-გარეჯის მთავარი ეკლესიის კედლის თავდაპირველ მხატვრობაში (VI-IX სს). ბარვის პროცესი გამოხატულია ჯრუჭის XII საუკუნის მინიატურაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]