ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი — რუსეთი
ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′32″ ჩ. გ. 37°38′59″ ა. გ. / 55.75889° ჩ. გ. 37.64972° ა. გ. / 55.75889; 37.64972
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710032000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (რუს. Храм Введения во храм Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. იგი შენდებოდა 1688-1701 წლებში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში ბასმანის რაიონში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე, ეგვტერები კი ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა მოწამე ლონგინოზ ასისთავის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის წინამძღვარია კიშიონიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმირი (კანტარიანი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარაშის გარეუბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი მდებარეობს ბარაშევისა და პოდსოსენის შესახვევების კუთხესთან, პოკროვკის ქუჩის ახლოს. XV საუკუნეში, აღნიშნული ეკლესია ეკუთვნოდა ანდრონიკოვის მონასტერს. 1476 წელს ისინი გადავიდნენ ივანე III-ის ხელში. ამავე პერიოდში ამ ადგილზე ცნობილი იყო ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ეკლესია.

XVI საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა ბარაშევის გარეუბანი. 1620 წლის დოკუმენტების მიხედვით აქ ორი სამრევლო ეკლესიაა აღდგომისა[1] და ტაძრად მიყვანებისა. 1660-იან წლებში ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მოქმედებდა მოსკოვში ერთ-ერთი პირველი სკოლა. იგი თავისი ფინანსებით ააშენა ადგილობრივმა მღვდელმა ი. ფოკინმა[2][3].

ტაძრის მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრად მიყვანების პირველი ქვის ტაძარი აკურთხეს 1647 წელს, ხოლო 1653 წელს აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის ეგვტერი. მოგვიანებით, 1688 წელს აკურთხეს ლონგინოზ ასისთავის ეგვტერი, რომელიც მოსკოვის სამეფო გვარის მფარველად ითვლება.

დღემდე შემონახული ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1688 წელს. ახალ ტაძარში პირველად აკურთხეს ჩრდილოეთის ეგვტერი ლონგინოზ ასისთავის სახელზე (1698 წ.), მის შემდეგ ელია წინასწარმეტყველის ეგვტერი (1699 წ.). ახალი ტაძრის ასაშენებლად გამოიყენეს ძველი, 1668 წელს აგებული ეკლესიის კედლები და დეტალები. მშენებლობა დასრულდა 1701 წელს, რომლის შესახებაც ოდიკის წარწერა გვამცნობს.

ტაძრად მიყვანების ტაძარი მოსკოვური ბაროკოს შესანიშნავი ნიმუშია.

1737 წელს ეკლესიის შენობა მნიშვნელოვნად დაზარალდა ხანძრის შედეგად. აშკარაა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ააგეს სამრეკლო, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. თავისი ფორმებით და დეკორით იგი იოანე ნათლსიმცემლის შობის ეკლესიის სამრეკლოს ანალოგიურია, რომელიც აგებულია 1741 წელს.

ტაძრის მორიგი რეკონსტრუქცია მოხდა 1815 წელს. 1837 წელს მოხდა ლონგინოზ ასისთავის ეგვტერის გაფართოება[3][4].

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წლის 9 თებერვალს გამოვიდა მოსკოვის საოლქო აღმასკომის დადგენილება, რომელიც ამბობდა, რომ ბარაშის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის დახურვა აუცილებელია, ხოლო შემდეგ უნდა დაინგრეს, რითაც გათავისუფლდება ადგილი მრავალასართულიანი სახლის მშენებლობისთვის. ტაძრის დახურვის წინ კანკელის ხატების ნაწილი გადაიტანეს ტრეტიაკოვის გალერეაში.

მიუხედავად ამ დადგენილებისა, ტაძარი არ დაუნგრევიათ. მის შენობაში, მცირე გადაკეთების შემდეგ განათავსეს საერთო საცხოვრებელი, ხოლო შემდეგ ელექტროხელსაწყების ქარხანა. 1977 წლიდან ქარხანა სხვა ადგილზე გადაიტანეს, ხოლო ტაძარი ნახევრადდანგრეული მიატოვეს.

ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო 1980-იან წლებში და დასრულდა 1990 წელს. 1993 წლამვე ეკლესიის შენობა ეკავა სრულიად საკავშირო საწარმოო სასწავლო-სარესტავრაციო კომბინატის მეტალთა რესტავრაციის საამქროს[4].

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

2015 წლის 1 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს განკარგულებით ტაძარში განთავსვა კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტის რეზიდენცია[5].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История храма Воскресения Словущего в Барашах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-25. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  2. Барашевский переулок. Твоя Москва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-18. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  3. 3.0 3.1 Исследование и реставрация церкви Введения в Барашах. Н. В. Сибиряков РусАрх
  4. 4.0 4.1 История Введенского храма на официальном сайте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-05. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  5. В Москве открылось представительство Кишиневско-Молдавской митрополии - Рублев. Ищите и обрящете. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2018-03-25.