ბარათხევი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 11 კმ კმ |
| აუზის ფართობი | 52,2 კმ² კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მესხეთის ქედი |
| ჩაედინება | ოცხე |
| ქვეყნები | საქართველო |
| ქალაქები | დაბა აბასთუმანი |
ბარათხევი, მდინარე ადიგენის რაიონში, მდინარე ოცხის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 52,2 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2425 მ. მიედინება წიწვიანი და შერეული ტყეებით შემოსილ ღრმა და ვიწრო ხეობაში. მდინარე ოცხეს ერთვის აბასთუმნის ქვემოთ. აქვს 42 პატარა შენაკადი, რომელთა საერთო სიგრძეა 45 კმ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 200, თბ., 1977 წელი.