სულხან ბარათაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათაშვილი, სულხან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულხან ბარათაშვილი
სახელი დაბადებისას

სულხან გერმანოზის ძე ბარათაშვილი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

17 სექტემბერი/29 სექტემბერი, 1821

დაბადების ადგილი

თბილისი

გარდაცვალების თარიღი

13 აგვისტო/25 აგვისტო, 1866

გარდაცვალების ადგილი

სოხუმი

მოქალაქეობა

რუსეთის იმპერია


სულხან გერმანოზის ძე ბარათაშვილი (დ. 17 სექტემბერი/29 სექტემბერი, 1821, თბილისი ― გ. 13 აგვისტო/25 აგვისტო, 1866, სოხუმი), ქართველი ისტორიკოსი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და ისტორიის ლიტერატურა. 1840 წელს დაუახლოვდა მ. ბროსეს. 1841 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ "კავკაზში" გამოაქვეყნა წერილები საქართველოს ისტორიაზე. 1865-1871 წლებში პეტერბურგში დაიბეჭდა ხუთ წიგნად მისი "საქართველოს ისტორია", უძველესი დროიდან XIII საუკუნემდე. საქართველოს წარსული აქ განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტორიის პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახე, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. უმთავრეს ყურადღებას უთმობდა პოლიტიკური მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის შინაგანი ისტორიის საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 4;
  • Натадзе Г., Сулхан Баратов как историк Грузии, Тфл., 1934;
  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 200, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები