საჩინო ბარათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათაშვილი, საჩინო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

საჩინო ბარათაშვილიქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, მეფე სიმონ I-ის ერთგული მოხელე, 1565 წლიდან ბოქაულთუხუცესი, შემდგომ მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდალი. სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ (1569) ბარათაშვილი არ ემორჩილებოდა დავით XI-ს (დაუთ-ხანს), რისთვისაც, როგორც ჩანს, გადაუყენებიათ (დაახლოებით 1578 წელს, მეწინავე სადროშის სარდალი ყოფილა დავით XI-ის ბიძაშვილი ბაგრატ ბატონიშვილი). ბარათაშვილმა გელიყარის კლდიდან გადააგდო კახაბერ ყორღანაშვილი, რომლის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I. 1587 წლის საბუთში ბარათაშვილი ცოცხლად იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 200.
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;