ბანჯარმასინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ბანჯარმასინი (ინდო. Banjarmasin) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, სამხრეთ კალიმანტანის რეგიონში. მდებარეობს დელტაზე, მდინარე ბარიტოსა და მარტაპურის შესართავთან. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 625 395 ადამიანს შეადგენს.
ქალაქს ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი და ნავსადგური. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობებია ტრანსპორტი და კომუნიკაციები, მრეწველობა, ვაჭრობა.