ბანჯარბარუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ბანჯარბარუ (ინდო. Banjarbaru) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ბანჯარმასინიდან 35 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 199 359 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი გაშენებულია სამხრეთ კალიმანტანის მთავარი გზების კვეთის ადგილას, მერატუსის მთის ძირში. ტერიტორიის 80%–ის სიმაღლე ზღვის დონიდან 0–25 მეტრს შორის მერყეობს, თუმცა ზოგიერთი ადგილი 500 მეტრს აღწევს.
ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ელემენტებია კერამიკა, სარესტორნო და სასტუმროების საქმე (21.7%), მომსახურება (16.3%), მშენებლობა (16.3%), მრეწველობა (15.7%) და სამთო–მოპოვებითი საქმე (8.7%), სოფლის მეურნეობის წილი 4.9%–ია.[1]