ბანქსის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანქსის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Banks Islands

ბანქსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°50′ ს. გ. 167°35′ ა. გ. / 13.833° ს. გ. 167.583° ა. გ. / -13.833; 167.583
კუნძულთა რაოდენობა 16
მთავარი კუნძული ვანუა-ლავა
ფართობი 780 კმ²
უმაღლესი წერტილი 946 მ
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტორბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 8533 (2009)
სიმჭიდროვე 10,94 ად. /კმ²

ბანქსის კუნძულები (ინგლ. Banks Islands) — ვულკანური კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შედის ვანუატუს რესპუბლიკის პროვინცია ტორბას შემადგენლობაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია დასახლება სოლა კუნძულ ვანუა-ლავაზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანქსის კუნძულები მდებარეობს დაახლოებით 40 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ მაევოდან და შედგება 16 კუნძულისაგან: ვეტაუნდე (Vétaounde), ურეპარაპარა (Uréparapara), როვას კუნძულები (რიფის კუნძულები) (Rowa, Reef Islands), ენვუტი (დაუსახლებელი) (Enwut), ლემეური (Lemeur), ვანუა-ლავა (Vanua Lava), კვაკეა (Kwakea), ლენეუ (Leneu), ნავილა (Nawila), რავენგა (Ravenga), გაუა (სანტა-მარია) (Gaua, Santa Maria), მოტა (Mota), მოტა-ლავა (სედლი, სედლო) (Mota Lava, Saddle), რა (Ra), მერიგი (Mérig), მერე-ლავა (Méré Lava).

კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
უმაღლესი წერტილი,
კოორდინატები
1 ვეტაუნდე 0,24 - 76 13°15′33″ ს. გ. 167°38′34″ ა. გ. / 13.25917° ს. გ. 167.64278° ა. გ. / -13.25917; 167.64278
2 ურეპარაპარა 39 437 764 13°32′ ს. გ. 167°20′ ა. გ. / 13.533° ს. გ. 167.333° ა. გ. / -13.533; 167.333
3 ვანუა-ლავა 334,3 2623 946 13°48′ ს. გ. 167°28′ ა. გ. / 13.800° ს. გ. 167.467° ა. გ. / -13.800; 167.467
4 მოტა 9,5 683 411 13°51′ ს. გ. 167°42′ ა. გ. / 13.850° ს. გ. 167.700° ა. გ. / -13.850; 167.700
5 მოტა-ლავა 23,5 1451 243 13°39′ ს. გ. 167°42′ ა. გ. / 13.650° ს. გ. 167.700° ა. გ. / -13.650; 167.700
6 რა 0,5 189 ... 13°43′ ს. გ. 167°37′ ა. გ. / 13.717° ს. გ. 167.617° ა. გ. / -13.717; 167.617
7 მერე-ლავა 18 647 833 14°27′ ს. გ. 168°04′ ა. გ. / 14.450° ს. გ. 168.067° ა. გ. / -14.450; 168.067
8 გაუა 328,2 2491 767 14°15′54″ ს. გ. 167°31′12″ ა. გ. / 14.26500° ს. გ. 167.52000° ა. გ. / -14.26500; 167.52000
9 მერიგი 0,5 12 125 14°19′ ს. გ. 167°48′ ა. გ. / 14.317° ს. გ. 167.800° ა. გ. / -14.317; 167.800
10 როვას კუნძულები 1 - 2 13°37′ ს. გ. 167°31′ ა. გ. / 13.617° ს. გ. 167.517° ა. გ. / -13.617; 167.517
სულ 780 8533 946 13°55′ ს. გ. 167°34′ ა. გ. / 13.917° ს. გ. 167.567° ა. გ. / -13.917; 167.567

ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძულია — ვანუა-ლავა (უმაღლესი წერტილი — 946 მ). კუნძულზე ასევე არის მოქმედი ვულკანი სურეტამატი (921 მ). პირველზე ოდნავ მცირე ზომის მეორე დიდი კუნძული — გაუა, ან სანტა-მარია, რომლის უმაღლესი წერტილია მოქმედი ვულკანი გჰარატი (ინგლ. Mount Gharat) — ზღვის დონიდან 797 მ. მის ვულკანურ კრატერში მდებარეობს ვანუატუში დიდი მტკნარი წყლის ტბალეტასი (ინგლ. Lake Letas). ჯგუფში სიდიდით მესამე კუნძულია — ურეპარაპარა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანქსის კუნძულები 1606 წელს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა პედრო ფერნანდეს კიროსმა. მან გაცურა მერე-ლავას კუნძულის გვერდით და სანამ გადავიდოდა კუნძულ ესპირიტუ-სანტოზე, გაჩერდა კუნძულ გაუასთან. 1774 წელს კუნძულის გვერდით გაცურა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა, მაგრამ პირველად ისინი გამოიკვლია უილიამ ბლაიმ (ინგლ. William Bligh), რომელმაც კუნძულების ჯგუფს, მისი ხელმძღვანელის სერ ჯოზეფ ბანქსის (ინგლ. Joseph Banks) პატივსაცემად დაარქვა ბანქსის კუნძულები. კუნძული ვანუა-ლავა პირველად გამოიკვლია ახალზელანდიელმა ეპისკოპოსმა ჯორჯ ოგასტუს სელიუინმა 1859 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე დაახლოებით 15 ადგილობრივი ენაა, რომელთაგან ბევრი იმყოფება გაქრობის საშიშროების ქვეშ. ყველაზე გავრცელებული ენაა მვოტლაპი (Mwotlap) (დაახლოებით 1800 მოლაპარაკე).

2009 წელს კუნძულების მოსახლეობა შეადგენდა 8533[1] ადამიანს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა ნატურალური მეურნეობა (კოპრის დამზადება, კაკაოს და ყავის მოყვანა). ძველად კუნძულ ვანუა-ლავას მთა სურემატამატიზე ფრანგული კომპანიის მიერ ხდებოდა გოგირდის დამუშავება. ვითარდება ტურიზმი.

ჯგუფის სამ კუნძულის (მოტა-ლავა, ვანუა-ლავა და გაუა) აეროპორტებზე არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-05.