ბანფის ეროვნული პარკი
| ბანფის ეროვნული პარკი
Banff National Park |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | ალბერტა, კალგარი |
| ქვეყანა | |
| უახლოესი ქალაქი | ბანფი |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 6 641 |
| დაარსდა | 1885 |
| სტუმრობა | 3 927 557 (2004/2005) |
| მმართველი ორგანო | კანადის პარკები |
ბანფის ეროვნული პარკი (ინგლ. Banff National Park) — კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს. პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან, ლუიზის ტბიდან, ჩრდილოეთისკენ ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება: დასავლეთით — ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით — კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.
ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია[1], მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკების ორწლიანი ეკო-მონიტორინგი და შესწავლა, რის შემდეგადაც შემუშავდა სხვადასხვა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პარკების ეკოსისტემის გაუმჯობესება დაიწყო.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- პარკის ოფიციალური ვებ-გვერდი (ინგ.)
- ქალაქ ბანფის ოფიციალური ვებ-გვერდი (ინგ.)
- ბანფის ეროვნული პარკი Bivouac.com-ზე (ინგ.)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Park Management, Annual Planning Forum 2005. Parks Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-08-ში. წაკითხვის თარიღი: 2006-07-12.