ბანტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანტენი
დროშა
Banten Indonesia Flag.png
გერბი
Banten coa.png
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი სერანგი
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2010) 10 644 030[1] კაცი
სიმჭიდროვე 1 200 კაცი/კმ²
ფართობი 9 163 კმ²
ბანტენი რუკაზე
დროის სარტყელი +7
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Banten

ბანტენი — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. წარსულში მიეკუთვნებოდა დასავლეთ იავის პროვინციას, თუმცა 2000 წელს ცალკე პროვინცია გახდა. დედაქალაქია სერანგი. საკმაოდ მნიშნელოვანია პროვინციის როლი, რადგან ის სუმატრასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს თამაშობს. განსხვავებულია მისი კულტურაც. ბოლო წლებში, ჩრდილოეთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ჯაკარტის სიახლოვესა და იავის ზღვის სანაპირო ზოლში განიცდის დემოგრაფიულ აფეთქებას და ინტენსიურ ურბანიზაციას, მაშინ როდესაც სამხრეთი ნაწილი, განსაკუთრებით ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლი ძველისძელ ტრადიციულ ხასიათს ინარჩუნებს. ამჟამად ბანტანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პროვინციის ფართობი 9 163 კმ²–ია და შედგება 4 ქალაქისა და 4 რაიონისაგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]