ბანსკი
ბანსკი (Banksy; დ. 1974, ბრისტოლი), ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვარი. მისი იდენტურობა ან პერსონალური და ბიოგრაფიული დეტალები უცნობია. სავარაუდოდ ის ბრისტოლიდან უნდა იყოს და ხორცისგადამამუშავებელ კომბინატში მუშაობდა, თუმცა გრაფიტით დაინტერესდა ბრისტოლის აეროზოლის დიდი ბუმის პერიოდში 1980-იანი წლების ბოლოს. მისი ნამუშევრები ძირითადად სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე. მისი ქუჩის მხატვრობა, რომელშიც გრაფიტით წერა გამოირჩევა ტრაფარეტული ტექნიკით, მსგავსია ბლეკ ლე რატის სტილის, რომელმაც ტრაფარატით ხატვა 1981 წელს დაიწყო პარიზში და ასევე ანარქო-პანკ ბენდი კრასის წევრების სტილის, რომლებიც ტრაფარეტული გრაფიტის კამპანიას ეწეოდნენ ლონდონის მეტროში გვიან 1970-იანებსა და ადრე 1980-იანებში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოჩნდა.
ბანსკი არ ყიდის ქუჩის გრაფიტის ფოტოსურათებს და არ აწყობს გამოფენებს კომერციულ გალერეებში. თუმცა ხელოვნების აუქციონერებს ბევრჯერ უცდიათ მისი ქუჩის ნამუშევრების გაყიდვა ადგილზე და მისი ადგილიდან მოხსნის პრობლემა მყიდველისთვის მიუნდვიათ.
სტატიის