ბანგკოკის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბანგკოკის მეტროპოლიტენი წარმოდგენილია მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროს სისტემით. ბანგკოკი; ტაილანდი. მიწისზედა მეტროპოლიტენს ტაილანდის მეფის “მისი აღმატებულების დაბადების დღის მეექვსე დამასრულებელი ციკლის პატივსაცემად მიწისზედა რკინიგზა” ეწოდება, რამდენადად მეტრო 1999 წლის 5 დეკმებერს, მეფის — პუმიპონ ადულიადეტის 72-ე დაბადების დღეზე გაიხსნა. ყოველდღიურ საუბარში მეტროპოლიტენს უბრალოდ ინგლისური აბრევიატურით BTS მოიხსენიებენ, რაც ინგლისურადლ იშიფრება როგორც Bangkok Mass Transit System — ბანკოკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა .

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველ პროექტებში მეტროპოლიტენის სისტემა “ლავალინ სქაითრეინად” იწოდებოდა და კანადური ფირმის მიერ იგეგმებოდა მშენებლობა , თუმცა, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, 1992 წელს ფირმა უკან გაიწვიეს. ქალაქში საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ავტოსტრადების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართა ყურადღება. მაგრამ, მიღებულმა ზომებმა ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა. ამიტომაც გადაწყდა მიწისზედა მეტროპოლიტენის დღევანდელი სახით აშენება. კანადური კომპანიის უკან გაწვევის შემდეგ, კომპანია ბანკოკ "ტრანზიტ სისტემი" დაარსდა, რომელმაც წარმატებით დააფინანსა პროექტი. მოძრავი შემადგენლობის მომწოდებლად ფირმა სიმენსი იქნა არჩეული, მშენებლობით კი კომპანია Italian Thai Development იყო დაკავებული.

მოგვიანებით მეტროპოლიტენს “სქაითრეინი” დაერქვა. სისტემა 1999 წლის 5 დეკემბერს იქნა გაშვებული. აღსანიშნავია, რომ პირველ ხანებში მეტრო საკუთარ დანახარჯებსაც გაჭირვებით ფარავდა. თუმცა, სიტუაცია 2005 წლისთვის შეიცვალა, როდესაც მატარებელთა დღიურმა მგზავრობამ 500 000 გაჩერებას გადააჭარბა. დღეისათვის შემადგენლობაში სამ-სამი ვაგონია ჩაბმული.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტროპოლიტენი შედგება ორი ხაზისგან 23,1 კმ სიგრძეზე 23 სადგურით. სიკჰუმვიტის ხაზი (სქემებზე სალათისფრად არის აღნიშნული) 16,8 კმ და 17 სადგურით არის წარმოდგენილი, ხოლო ხაზი სი-ლომი (სქემებზე მუქმწვანედ არის აღნიშნული) 6,3 კმ-ია და 7 სადგური აქვს.

ხაზი სუკჰუმვიტი

კოდი დასახელება ტაილანდური დასახელება ინგლისური დასახელება შენიშვნა
სუკჰუმვიტი สุขุมวิท Sukhumvit
N8 მო ჩჰიტი หมอชิต Mo Chit მიწისქვეშა მეტროპოლიტენში გადაჯდომა (სადგური პარკი ჩატუჩაკი).
N7 საპჰან კჰჳაი สะพานควาย Saphan Khwai
N5 არი อารีย์ Ari
N4 სანამ პაო สนามเป้า Sanam Pao
N3 გამარჯვების მონუმენტი อนุสาวรีย์ชัยสมรภูมิ (ანუსავარი ჩჰაი სამორაპჰუმი) Victory Monument
N2 პჰაია თჰაი พญาไท Phaya Thai იგეგმება გადაჯდომა მშენებარე ხაზზე სუვარნაბჰუმის აეროპორტი.
N1 რაჩხატხევი ราชเทวี Ratchathewi
CS საჲამი สยาม Siam გადაჯდომა პლატფორმის გავლით ხაზზე "სი ლომი". სამდონიანი სადგური კუნძულოვანი ფორმის პლატფორმებით.
E1 ჩჰიტ ლომი ชิดลม Chit Lom
E2 პჰლჲონ ჩიტი เพลินจิต Phloen Chit
E3 ნანა นานา Nana
E4 ასოკი อโศก Asok მიწისქვეშა მეტროპოლიტენში გადაჯდომა(სადგური სუკჰუმვიტი).
E5 პჰრომ პჰონგი พร้อมพงศ์ Phrom Phong
E6 თჰონგ ლო ทองหล่อ Thong Lo
E7 ეკამაი เอกมัย Ekkamai აღმოსავლეთი ავტოსადგური.
E8 პჰრა კჰანონგი พระโขนง Phra Khanong
E9 ონ ნუტი อ่อนนุช On Nut

ხაზი სი ლომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოდი დასახელება ტაილანდური დასახელება ინგლისური დასახელება შენიშვნა
სი ლომი สีลม Silom
W1 ეროვნული სტადიონი สนามกีฬาแห่งชาติ (სანამ კილა ჰენგ ჩჰატი) National Stadium
CS საჲამი สยาม Siam გადაჯდომა პლატფორმით ხაზ სუკჰუმვიტზე. სამდონიანი სადგური კუნძულისებრი პლატფორმებით.
S1 რაჩჰადამრი ราชดำริ Ratchadamri
S2 სალა დენგი ศาลาแดง Sala Daeng გადაჯდომა მიწისქვეშა მეტროპოლიტენზე (სადგური სი ლომი).
S3 ჩჰონგ ნონსი ช่องนนทรี Chong Nonsi
S5 სურასაკი สุรศักดิ์ Surasak
S6 საპჰან ტაქსინი สะพานตากสิน Saphan Taksin გადაჯდომა საქალაქო წყლის ტრანსპორტზე მდინარე ჩაუპრაიაზე. ჩიხისებრი სადგური ერთი გზითა და სადგურით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]