ბანანიჭამიასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბანანიჭამიასებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Musophagidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ბანანიჭამიასებრნი, ტურაკოსებრნი (Musophagidae) — ფრინველების ოჯახი გუგულისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე - 35-70 სმ. დაფარულია მეწამული, იისფერი, მწვანე, ლურჯი ფერის ლამაზი ბუმბულით. მეწამულ ფერს პიგმენტი ტურაცინი აძლევს. ოჯახში 18 სახეობაა. ბინადრობენ აფრიკის ტყეებსა და სავანებში. იკვებებიან მცენარეების ნაყოფით, თესლითა და კენკრით. მიუხედავად სახელწოდებისა, ბანანს თითქმის არ ჭამენ. დებენ ორ მოთეთრო კვერცხს. ბარტყებზე დედალ-მამალი ზრუნავს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 185, თბ., 1977 წელი.