ბანანის ომები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშშ-ის ფლოტის წევრები ნიკარაგუაში, აუგუსტო სესარ სანდინოს ჩამოგდებული დროშით, 1932 წ.

ბანანის ომები — ოკუპაციათა, პოლიციურ ქმედებათა და ინტერვენციათა სერია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი. ეს პერიოდი დაიწყო 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომით და შემდეგ გაგრძელდა პარიზის ხელშეკრულებით, რომელმაც აშშ-ს კუბასა და პუერტო-რიკოზე კონტროლი გადასცა. ესპანეთთან ომის დროს და შემდეგ 1934 წელს, აშშ სამხედრო ოპერაციებსა და ოკუპაციურ ქმედებებს ახორციელებდა პანამაში, ჰონდურასში, ნიკარაგუაში, მექსიკაში, ჰაიტისა და დომინიკელთა რესპუბლიკაში. კონფილქტების ეს სერია 1934 წელს, ჰაიტიდან ჯარების გაყვანითა და პრეზიდენტ რუზველტის კარგი სამეზობლო პოლიტიკის შედეგად დამთავრდა.

დასაწყისი[რედაქტირება]

ამ კონფლიქტების მიზეზები მრავალგვარი იყო, მაგრამ მათ შორის ძირითადი იყო ბუნების ეკონომიკა. ტერმინი „ბანანის ომი“ წარმოიშვა ამ ინტერვენციებისა და რეგიონში აშშ-ის კომერციული ინტერესების კავშირის შედეგად. ძირითადად, კომპანია იუნაიტედ ფრუტ კომპანის (United Fruit Company) მნიშვნელოვანი ფინანსები ჰქონდა ჩადებული ბანანის, თამბაქოს, შაქრის ლერწმისა და სხვა პროდუქტების წარმოებაში მთელი კარიბის რეგიონის, ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილის მასშტაბით. აშშ-ს ასევე ამოძრავებდა თავის პოლიტიკური ინტერესები, გავლენის სფეროს ჩამოყალიბება და პანამის არხის კონტროლი, რომელიც მის მიერ იყო აშენებული და რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ვაჭრობასა და საზღვაო ძალაუფლებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Langley, Lester D. (1983), The Banana Wars: An Inner History of American Empire, 1900-1934, Lexington: University Press of Kentucky, ISBN 0813114969