ბანაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Guna Pani Camp

ბანაკი — კარავში ან ფურგონში ცხოვრებას გულისხმობს, სახლში ან სხვა მუდმივ საცხოვრებელ შენობაში ცხოვრების ნაცვლად. ზოგიერთი ხალხისათვის კარავი ტრადიციული საცხოვრებელია. კარავია მონღოლი მომთაბარისა და ახლო აღმოსავლელი თუ აფრიკელი ბედუინის სახლი. კარვები საცხოვრებლად გამოიყენებოდა ძველ ცივილიზაციებშიც -მაგალითად, ასურელთა მიერ.

გამაჯანსაღებელი ბანაკი[რედაქტირება]

დასასვებენლად და გასართობად განკუთვნილ ბანაკს გამაჯანსაღებელი ბანაკი ჰქვია. აქ იგულისხმება საოჯახო შვებულებისათვის განკუთვნილი და სკოლისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოწყობილი ბანაკი.

საოჯახო შვებულებისათვის განკუთვნილ ბანაკს აწყობს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიწას ქირაობს და იქაურობას მაღაზიით, შხაპითა და ტუალეტით უზრუნველყოფს. ზოგიერთ ოჯახს შეიძლება საკუთარი ან ნაქირავები დიდი კარკასული კარავი ჰქონდეს, რომელსაც საჭიოებისამებრ დაშლიან და მანქანით ან მისაბმელით გადაიტანენ. ბევრ ადამიანს ფურგონი ურჩევნია, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ფურგონს სახლისათვის დამახასიათებელი ბევრი დეტალი აქვს, მათ შორის ტუალეტი, რომელიც მოხერხებულადაა ჩამოტნაჟებული მცირე ფართობში.

ლიტერატურა[რედაქტირება]