ბალღოჯი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბალღოჯი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Cerasus mahaleb | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ბალღოჯი (Cerasus mahaleb) — ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს ფართო კვერცხისებრი ფოთლები, მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები. კურკიანი ნაყოფი კვერცხისებრია, შავი, საჭმელად უვარგისი. ველურად იზრდება მცირე აზიასა და დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში იზრდება აღმოსავლეთში, მშრალ ქვიან ფერდობებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებსა და ხევებში. იყენებენ კულტურულ ალუბლისა და ბლის საძირედ. მასზე დამყნილი ალუბლისა და ბლის ჯიშები გვალვაგამძლეა, ზომიერად ტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში კი - უხვმოსავლიანი. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ. მერქანს იყენებენ სახარატო და სადურგლო საქმეში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 180, თბ., 1977 წელი.