ბალეტოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალეტოს მყინვარი
ინგლ. Balletto Glacier
ბალეტოს მყინვარი კილიმანჯაროს ფონზე
ბალეტოს მყინვარი კილიმანჯაროს ფონზე
კოორდინატები: 03°04′50″ ს. გ. 37°20′42″ ა. გ. / 3.08056° ს. გ. 37.34500° ა. გ. / -3.08056; 37.34500
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
სიგრძე 40 კმ
ბალეტოს მყინვარი — ტანზანია
ბალეტოს მყინვარი

ბალეტოს მყინვარი (ინგლ. Balletto Glacier) — მყინვარი ტანზანიაში, კილიმანჯაროს სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ბალეტოს მყინვარის ამჟამინდელი სიგრძე 40 კმ-ს აღწევს. წარმოადგენს მყინვარული გუმბათის პატარა ნარჩენს, რომელიც ოდესღაც აგვირგვინებდა კილიმანჯაროს მწვერვალს.[1] მყინვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 5400–5000 მ სიმაღლეზე. ბალეტოს მყინვარი გაწოლილია უზარმაზარ, 1200 მ სიმაღლის გვერდითი ქანის კედელზე, რომელიც ცნობილია „შენგრეული კედლის“ სახელწოდებით და დაიმონდის მყინვარის ქვემოთ. ორ მყინვარს ერთმანეთთან აკავშირებს ვეებერთელა ლოლუა, რომელიც კლდოვან ფლატეზე 90 მ-ზე კიდია. მყინვარი უკან იხევს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Young, James A.T.. Glaciers of the Middle East and Africa - Glaciers of Africa (pdf). აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (1991). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2014.
  2. Birkby, Robert (1 თებერვალი, 2009) Mountain Madness: Scott Fischer, Mount Everest & a Life Lived on High. Citadel, გვ. 116–117. ISBN 978-0806528762. ციტირების თარიღი: October 9, 2014.