ვახტანგ ბალავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბალავაძე, ვახტანგ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ბალავაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვახტანგ ბალავაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1926
დაბ. ადგილი ღანირი, სამტრედიის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 25 ივლისი, 2018 (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
წონა 73 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი „ნაუკა“ (თბილისი)
„ბურევესტნიკი“ (თბილისი)
მწვრთნელი მიხეილ თიკანაძე
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 ხალხთა მეგობრობის ორდენი  — 1980 საპატიო ნიშნის ორდენი  — 1976 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1955
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო მელბურნი 1956 -73 კგ

ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი; — გ. 25 ივლისი, 2018) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სამბისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956)[1] ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. საბჭოთა კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის I მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954),სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე.

ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორი (1957,[2] 1980), ხალხთა მეგობრობის (1976), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს, 91 წლის ასაკში.[3]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1956 (73 კგ; მელბურნი)
მსოფლიოს ჩემპიონი
  • 1st 1954 (73 კგ; ტოკიო, იაპონია)
  • 1st 1957 (73 კგ; სტამბოლი, თურქეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1959 (73 კგ; თეირანი, ირანი)
  • 2nd 1961 (73 კგ; იოკოჰამა, იაპონია)
ახალგაზრდობის I საერთაშორისო თამაშების ჩემპიონი
  • 1st 1953 (73 კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საბჭოთა კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1956 (73 კგ; მოსკოვი)
  • 2nd 1959 (73 კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1952 (73 კგ; ბაქო)
  • 1st 1953 (73 კგ; თბილისი)
  • 1st 1954 (74 კგ; ლენინგრადი)
  • 1st 1955 (73 კგ; მინსკი)
  • 1st 1957 (73 კგ; კიევი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1956 (73 კგ; მოსკოვი)
  • 2nd 1959 (73კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1951 (73 კგ; თბილისი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
  • 1st 1954 (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  • 1st 1954 (სტოკჰოლმი, შვედეთი)
  • 1st 1954 (გეტებორგი, შვედეთი)
  • 1st 1954 (ესკილსტუნა, შვედეთი)
  • 1st 1957 (თეირანი, ირანი)
  • 1st 1957 (თავრიზი, ირანი)
  • 1st 1958 (ტოლედო, ესპანეთი)

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: იაპონია იაპონია, იოკოჰამა მსოფლიო ჩემპიონატი 1961 -73 კგ 2nd
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: ირანი ირანი, თეირანი მსოფლიო ჩემპიონატი 1959 -73 კგ 2nd
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: თურქეთი თურქეთი, სტამბოლი მსოფლიო ჩემპიონატი 1957 -73 კგ 1st
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: იაპონია იაპონია, ტოკიო მსოფლიო ჩემპიონატი 1954 -73 კგ 1st
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: ავსტრალია ავსტრალია, მელბურნი ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956 -73 კგ 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 163.
  • გუგუშვილი ნ., „ჭიდაობას რა უნდა...“, თბ., 1965.
  • ვახტანგ ბალავაძის საოჯახო არქივი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მელბურნი 1956.
  2. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 20.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  3. ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა. // 1tv.ge.